სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვადაზე ადრე 31 პატიმარი დატოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ მიიღო. 
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში განსახილველად სულ 300-მდე განაცხადი იყო შესული.
შეწყალებული 31 მსჯავრდებული საპატიმროებს უახლოეს დღეებში დატოვებენ. გათავისუფლებულებს  შორის  არასრულწლოვნები  და ქალი პატიმრები ვერ მოხვდნენ.