დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. გავრცელებული ინფომაციით, სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ ,,კვირის რეპორტაჟის" მიერ მომზადებულ სიუჟეტის შედეგად შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ "კვირის რეპორტაჟში" 1-ელ ივლისს გავიდა სიუჟეტი, სადაც გადაცემის წამყვანის ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ფარულად არის ჩაწერილი. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ "საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი გიგი უგულავასგან, პატრიარქის მიმართ ხშირად ადგილი აქვს ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც".
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა გიგი უგულავამაც გააკეთა და მეუფე სერაფიმეს ცილისწამებაში დადო ბრალი.
,,სიმართლე გითხრათ მე ანონსი ვნახე ისიც Youtube-ზე. გამახსენდა ერთი მართლმადიდებლური ხატი მეორე მოსვლის. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო ხატია. აქეთ არის ჯოჯოხეთის იქით სამოთხის გზა და ორივე მიმართულებით პირველ რიგში სასულიერო პირები არიან. ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ სასულიერო პირი ასეთ ცილისწამებისა და ტყუილის უფლებას აძლევს საკუთარ თავს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა გიგი უგულავამ.