ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
კანონმდებლებმა წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი კონკურენციის არსებობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და პოლიტიკურ პარტიებს გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.
ქართული მხარის განცხადებით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე კანონმდებლებმა სწორად შეაფასეს საქართველოში არსებული წინაასარჩევნო ვითარება და ისაუბრეს იმ საფრთხეზე, რომელიც არჩევნების წინ რუსეთიდან მომდინარეობს.