თბილისის საქალაქო სასამართლო შპს ,,კრისტალის" ხელმძღვანელის ლევან დაუთაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, შეფარდების საკითხე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, ლევან დაუთაშვილი სამართალდამაცევბმა გუშინ დააკავეს. მას ბრალი ბრალი , სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით წაუყენეს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შპს "კრისტალი", რომელმაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერში გაიმარჯვა საჯარო რესტრის 2011 წლის 22 ნოემბერს დარეგისტრირდა.
კომპანიის იურიდიული მისამართია ბოლნისი, დ. კაზრეთი, № 97/3, ბ. 83. შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების 100-პროცენტიანი წილი ლევან დათუაშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ ლილოში რკინის ცილინდრი მწყობრიდან გამოვიდა და თხევადმა ქლორმა გაჟონა.
დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალებულია 73 ადამიანი, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია.
ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.