თურქეთის ქალაქი სამსუნი წყალდიდობამ დააზარალა. სტიქიამ 8 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები აქ მთელი ღამე მიმდინარეობდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამახურები დაზარალებულ მოსახლეობას საფრთხისშემცველი ადგილებიდან ევაკუირებაში და საცხოვრებელი სახლების შლამისგან გაწმენდაში ეხმარებოდნენ.
ევაკუირებული მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანა.
რუსთავის 2-ის ინფორმაციით დაშავებულებსა და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
სამსუნის მონიციპალიტეტის წარმომადგენლები მოსახლეობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს ითვლიან.