საქართველოში ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობა ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალურად ბევრ დამკვირვებელს ეპატიჟება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გვინდა, რომ ევროკავშირმა აქტიურად მიიღოს ამ პროცესებში მონაწილეობა. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, გახსნილი და ყველა მანიპულაციებისაგან გაწმენდილი, მოსყიდვისაგან, ფულისაგან, მით უმეტეს, უცხოეთიდან შემოსული ფულისაგან გაწმენდილი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ თავისუფალი ნების დაფიქსირება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ორიენტაციის მყარი საფუძველი უწოდა არაკორუმპირებული გარემოს და ფულის გამიჯვნას პოლიტიკისაგან.
სააკაშვილლმა აღნიშნა, რომ ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველს ასევე წარმოადგენს ხალხის ნებაზე დაფუძნებული პროცესები.
.