საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველი უწოდა არაკორუმპირებული გარემოს და ფულის გამიჯვნას პოლიტიკისაგან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპული ორიენტაციის მყარ საფუძველს ასევე წარმოადგენს ხალხის ნებაზე დაფუძნებული პროცესები.
"საქართველომ წინ წაიწია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირთან, რაც ქვეყანაში დამატებით ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისვე თქმით, საქართველო მიდის იმ გზით, რომ შევძლოთ სრულფასოვან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება".
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ წინ წაიწია ასევე ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში და საქართველოს უახლოეს პერიოდში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება.