ევროკავშირს აქვს დიდი ინტერესი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები მოგვარდეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვიქნებით ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონფლიქტების ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ძალის არგამოყენებაზე. შემდგომი პრაგმატული ნაბიჯებია საჭირო კონფლიქტების მოგვარებისათვის", - განაცხადა ჰერმან ვან რომპოიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარების კურსთან დაკავშირებით.