საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას მოდერნიზაციის კუთხით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო და შემდგომში საპრეზიდენტო არჩევნები.
"სამართლიანი არჩევნები ლეგიტიმური შედეგების ფუნდამენტური პრინციპია", - დასძინა რომპოიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ არჩევნები იყოს გახსნილი და მასში ბევრმა დამკვირვებელმა მიიღოს მონაწილეობა.