საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მეუღლის ავტომობილი ირემს შეეჯახა. ინციდენტი ქალაქ ტიულიდან 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა. უცაბედად ირემი გზაზე გადმოხდა და მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო.
ავარიის შედეგად თავად პრეზიდენტის მეუღლე ბერნადეტ შირაკი არ დაშავებულა, თუმცა ავტომობილი სერიოზულადაა დაზიანებული. გადარჩა თუ არა თავად "დამნაშავე" ირემი, ამის შესახებ ფრანგული მედია არაფერს წერს.