კომპანია "კრისტალის" ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი, სამართალდამაცავებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, კომპანიის სხვა წარმომადგენლები.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"კრისტალი" გაერთიანებული წყალმომარაგების კონტრაქტორი ფირმაა, რომელსაც ქლორით სავსე ავზი ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში, ავზიდან ქლორმა წუხელ გაჟონა. შემთხვევის შედეგად, 73 ადამიანი დაშავდა. ამ დრომდე მძიმეა 18 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.