მოსკოვში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებამ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში გენერალ დუმბაძის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.
მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების სამი წევრის მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.
"გამოძიება გეგმავს, დაკავებულებს წაუყენოს ბრალი მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში. ასევე სასამართლოს წარუდგინოს შუამდგლმლობა მათი დაპატიმრების შესახებ", - ნათქვამია მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთა საცხოვრებელ ბინებში უკვე ჩატარებულია ჩხრეკა. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები იყვნენ დაქირავებულები და მათ კავშირი აქვთ მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულებებთან.
გენერალი რომან დუმბაძე 21 მაისს მოსკოვში მოკლეს.