პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი ქართულ მედიას ჰპირდება, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრად უფრო გახსნილი იქნება ვიდრე შს მინისტრობის დროს იყო.
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მერაბიშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ შს მინისტრობის დროს, ის ყველაზე გახსნილი მინისტრი იყო რუსული მედიისთვის, ხოლო ქართულ მედიას მასთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა.
„ბოდიში, რომ ხშირად მეტ დროს ვუთმობდი რუს ჟურნალისტებს, რადგან მიმაჩნდა, რომ ქართულმა მედიამ ისედაც იცის ქართულ პოლიციაში რაც ხდება. რაც შეეხება ეჭიანობას რუსულ მედიასთან, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსულ მედიაზე მაქვს გავლენა - ეს ასე არ არის. ლიბერალ პრესასთან არ ვუშვებდი შანსს, რომ საქართველოსთვის რეკლამა გამეწია." - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს ის შეცვლის სტილს და მეტად გახსნილი იქნება ქართული მედიისთვის.