სინძიან-იუძურეთის ავტონომიურ რეგიონში "ქათმის გრიპი" დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"ვირუსი H5N1-ი გახდა მიზეზი 1,6 ათასი ქათმის დაცემისა, რომელიც კორპორაცია Xinjiang Production and Construction Corps-ს ეკუთვნოდა. 20 ივნისიდან ფერმაში აღნიშნული სიმპტომი 5,5 ათას ქათამს დაუფიქსირდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის მთავრობამ ფერმაში კარანტინი უკვე გამოაცხადა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ Xinjiang Production and Construction Corps-ი არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ძირითადად სამხედრო დაკვეთებზე მუშაობს.