ჩინეთის სასამართლოში, ამერიკულ კომპანია Apple-სა და ჩინურ კომპანია Proview-ს შორის არსებული დავა შეწყდა. შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც Apple-ი დათანხმდა Proview-ს 60 მლნ დოლარი გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ Apple-სა და Proview-ს შორის დავა iPad-ის სავაჭრო ნიშნის გამო მიმდინარეობდა.
Proview-მა iPad-ის სავაჭრო ნიშანი ჩინეთში 2001 წელს დაარეგისტრირა. Proview-ის შვილობილმა Proview Taipei-მა კი ამ სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება, რამდენიმე ქვეყანაში 2000 წელს მიიღო, რომელიც Apple-ს 2009 წელს მიყიდა. დედაკომპანია - Proview - ამტკიცებდა, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე ეს შეთანხმება არ ვრცელდებოდა. სასამართლომ Proview Technology-ის უფლებები აღიარა და დისტრიბუტორებს ჩინეთის ტერიტორიაზე Apple-ის iPad-ის რეალიზაცია აუკრძალა.