ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრას არ გეგმავს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ კარლო კოპალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ერთობა სამართლიანობისთვის" პროტესტის ნიშნად, არც ხვალინდელ სხდომას დაესწრება და არც მინისტრების დამტკიცებაში მიიღებს მონაწილეობას.
მისი განმარტებით, მთავრობაში დამღუპველი ცვლილებები განხორციელდა და პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე კრიმინალები დანიშნა.
,,ასეთ სიტუაციაში დიალოგი სოციალურ, ეკონომიკურ და განათლების საკითხებზე აზრს კარგავს. ორ დღეში დაწერილ 7 გვერდიანი პროგრამის განხილვაში ფრაქცია მონაწილეობას არ მიიღებს და ნაციონალურ მოძრაობასთან და მის სატელიტ ფრაქციებთან ერთად არ იკეკლუცებს", - აღნიშნა კოპალიანმა.
მინისტრთა ახალი კაბინეტის შეხვედრა „ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებთან 16.00 საათზე იყო ჩანიშნული.