„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქარათველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაგდა ანიკაშვილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალს შეხვდა. შეხვდრის მონაწილეებმა ჯანდაცვის რეფორმებზე და ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრენ რაც ამ სფეროში არსებობს. ანიკაშვილმა ექიმებს ჯანდაცვოს პროგრამები და ის ინიციატივები გააცნო, რომელიც „ქრისტიან დემოკრატებმა" ჯანდაცვის სფეროში შეიმუშავეს.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით ხელისუფლება უკვე წლებია ატარებს სამედიცინო სფეროში რეფორმა-ექსპერიმენტებს, რომლის შედეგადაც დაზარალდა მთლიანად სამედიცინო საზოგადოება, რაც პრივატიზაციის შედეგად შემცირებული სამუშაო ადგილებით და ექიმების ძალიან დაბალი ანაზღაურებით გამოიხატება.
„ზოგადად სამედიცინო საზოგადოება არ გრძნობს თავს დაფასებულად, რადგანაც არ არსებობს მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მთლიანად. აუცილებელი ყველა რეფორმა ხორცილედებოდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტისა და კონსულტაციების რეჟიმში. სერიოზული პრობლემაა ის რომ დღეს არ არის საკმარისი კომუნიკაცია პროფესიონალებთან. ყველაზე კვალიფიციური ადამიანები ჯანდაცვის სისტემაში არიან ექიმები და სწორედ ისინი უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღებაში" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაგდა ანიკაშვილმა.
მისივე განცხადებით „ქრისტიან-დემოკრატები" ჯანდაცვის სფეროში არსებულ ყველა პრობლემაზე აუცილებლად ისაუბრებენ ქვეყნის ახალ პრემიერთან.