სირიის პრეზიდენტი ბასარ ასადი აცხადებს, რომ მზა არის დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული იქნება, რომ ეს სირიის კრიზისის სრულ დარეგულირებამდე მივა. განცხადება ამის შესახებ თავად სირიის პრეზიდენტმა გააკეთა.
"ჩემი წასვლა ჩემი ქვეყნის შველას რომ ნიშნავდეს, მე ერთ დღესაც არ დავრჩებოდი ხელისუფლების სათავეში", _ განაცხადა ბაშარ ასადმა თურქული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რა პირობაა საჭირო იმისათვის რომ მან თანამდებობა დატოვოს.
ამასთან ერთად, ამ განცხადების გაკეთებისას სირიის პრეზიდენტმა განაცხადა ისიც, რომ მისი წასვლისა თუ დარჩენის საკითხი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს და მას ამის გარდა არავითარი სხვა მიზანი არ ამოძრავებდა.
თუ ხელხს არ უნდა ჩემი ხელისუფლების სათავეში ხილვა, მაშინ ნების გამოსახატავად არჩევნები არსებობს. თუ ხალხს უნდა იგი მე გადამაყენებს. მე რომ პრეზიდენტის სავარძელს ვეპოტინებოდე ანგარების გამო, მაშინ მე ამერიკელების მითითებებს შევასრულებდი და ნაციონალურ პრინციპებზე ვიტყოდი უარს", _ აცხადებს ბაშარ ასადი.
სირიის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს სირიის მტრად მიიჩნევს და ვაშინგტონის მოთხოვნებს მისი გადადგომის შესახებ ყურადღებას არ აქცევს, ვინაიდან "აშშ ტერორისტებს უჭერს მხარს".
ამას გარდა, ბაშა ასადზე ჟენევაში სირიის საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ კონფერენციის შედეგებით კმაყოფილია, ვინაიდან შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სირიის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
"ჩვენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას არ მოვითბენთ", _ აცხადებს ასადი.
მასალის გამოყენების პირობები