ბათუმში შესაძლოა რუსული მუსიკალური ჯგუფი "გრადუსი" ჩამოვიდეს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" MS Company-ში განუცხადეს, გრადუსის ჩამოყვანაზე კომპანია ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
თუ კი, MS Company-სა და "გრადუსის" მენეჯერებს შორის შეთანხმება შედგება, მაშინ ჯგუფი კონცერტს ივლისის ბოლომდე ბათუმში გამართავს.
ჯგუფი "გრადუსი" 2008 წელს შეიქმნა. ამ დრომდე მისი წევრები სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებში მღეროდნენ. ერთად ისინი დიმიტრი ბახტინოვმა - (Fidel) შეკრიბა. "გრადუსის" შემადგენლობაში არიან: დიმიტრი პაშკოვი, რუსლან ტაგიევი და ვიქტორ გოლოვანოვი. პირველი კონცერტი მათ სახელწოდებით "გრადუსი 100" 2008 წლის 29 მაისს გამართეს. მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა "რეჟისორი", რომელიც ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.
ჯგუფის სიმღერამ "ვინ ხარ" ასევე მნიშვნელოვანი წარმატება მოტანა მის შემსრულებლებს. "გრადუსი" არის მრავალი საინტერესო კომპოზიციის შემქმნელი. 2011 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი "შიშველი ქალი", რომელშიც 11 მუსიკალური კომპოზიცია შევიდა.
შეგახსენებთ, რომ MS Company--ის ორგანიზებით, 23 აგვისტოს, ბათუმში, კომპლექს "მაგნოლიას" ეზოში, ჯგუფი "უმა თურმანი" იმღერებს. ჯგუფი ბათუმში 10 კაციანი შემადგენლობით ჩამოვა და სოლოკონცერტზე ახალ და ძველ სიმღერებს შეასრულებს.
სტანდარტული ბილეთის ფასი - 50 ლარი, ხოლო VIP-ბილეთის კი ფასი კი 120 ლარი. აღსანიშნავია, რომ კონცერტის გამართვა ბათუმის აკვაპარკში იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოს "მაგნოლიას" ეზო შეირჩა.