"ახალი მინისტრობის კანდიდატები ქვეყანაში დაწყებულ რეფორმების კურსს გააგრძელებენ",_ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხელ მაჭავარიანმა წარდგენილი მინისტრების კანდიდატურების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალია ისეთივე წარმატებით წარუძღვება შსს, როგორც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
,,ბაჩო ახალაია, მანამდე თავდაცვის სფეროს უძღვებოდა და თავდაცვის სფეროში მიღწეული კონკრეტული შედეგები საჯარისო ნაწილების მომზადების თვალსაზრისით, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო მრეწველობის ამუშავების კუთხით მიღწეულია სწორედ ბოლო წლების განამვლობაში მას შემდეგ რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა. Dდარწმუნებული ვარ, ბატონი ახალაია ასევე წარუძღვება შსს, რომელიც საქართველოსთვის კორუფციასთან ბრძოლის სიმბოლო გახდა", _ განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ დიმიტრი შაშკინი თავდაცვის სფეროში დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.
,,მინისტრობა არის პოლიტიკური თანამდებობა, ამიტომ თავდაცვის სამინისტროში საჭიროა გაგრძელდეს პროცესი, რასაც ქართული ჯარის ჩამოყალიბება ჰქვია. ჩვენ რეფორმები დავიწყეთ და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პრემიერთან ერთად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ შაშკინი გააგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს", _ განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ შსს მინისტრად ბაჩო ახალაია, ხოლო თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინია წარდგენილი.