საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა პლამენ ლუბომიროვ ბონჩევმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას.
გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა, ასევე განიხილეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა თავის მომავალ საქმიანობაში.