ბაჩო ახალაია მიუხედავად იმისა, რომ ხისტი ლიდერია, მისი მინისტრობის დროს შსს უწყებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან უწყებაში ძირითადი სტრუქტურები უკვე ჩამოყალიბებულია, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
,,შსს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნას რაც შეხება, მას ძალოვან სტრუქტურებში მოღვაწეობის გამოცდილება გააჩნია. იგი ცნობილია, როგორც უფრო ხისტი ლიდერი, მაგრამ რამდენად წარმატებული იქნება იგი შსს მინისტრის პოსტზე მომავალი გვიჩვენებს. შსს უწყებაში ალბათ კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ძირითადი სტრუქტურები აღნიშნულ სამინისტროში უკვე ჩამოყალიბდა ვგულისხმობ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციას და სხვა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკა ჩიტაძემ.
ჩიტაძე თვლის, რომ პრეზიდენტი, ახალაიასა და მერაბიშვილს ერთნაირად ენდობა.
"არა მგონია ახალაიას მერაბიშვილზე უფრო ენდობოდეს სააკაშვილი, რადგან მერაბიშვილს, რომ არ ენდობოდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ წარადგენდა", - განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს მინისტრად ბაჩო ახალაიაა წარდგენილი.