"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ მთავარობის ახალ შემადგელობაში ერთადერთი პოზიტივი კობა სუბელიანის მოხსნაა. როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის უნდობლობის საკითხი ,,ქრისტიან-დემოკრატებმა,, პარლამენტში ორჯერ დააყენეს, თუმცა უმრავლესობამ მაშინ იგი ,,ფასონის გამო,, გადარჩინა.
,,როგორც ჩანს ვიღაცის თავში შევიდა, სუბელიანის მოხსნის საკითხი და ეს ერთადერთი პოზიტივია სამთავრობო ცვლილებაში,, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, რაიმე ღირებულ სიახლეებს არც ახალი მინისტრებისაგან ელოდება და რაც გადაადგილებილი მინისტრებისაგან.
,,ვინ სად დაჯდება ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავრია კრილოვის იგავარაკის არ იყოს დაკვრა იცოდნენ, თუმცა ამ მთავრობაში განსაკუთრებულ დამკვრელებს ვერ ვხედავ", - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ეჭვი ეპარება ბაჩო ახალაია შსს სამინისტროს დემოკრატიზაციისა და რეორგანიზაციის იდეებით იყოს განსმჭვალული.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა დარეგისტრირდა, რომლის განხილვაც დღესვე კომიტეტებსა და ფრაქციებშია დაგეგმილი.
სამათავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაინიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განათლებისა და მეცნიერბის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი.