რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულ კუნაშირზე ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მედვედევი კურილიის კუნძულზე მთავრობის რამდენიმე წევრის თანხმებითაა ჩასული.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე კუძულზე რამდენიმე სოციალურ და სამრეწველო ობიექტს მოინახულებს და კუნძულის მოსახლეობას შეხვდება. ამას გარდა, მედვედევმა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა მთავრობის სხვა წევრებს უფრო ხშირად მოინახულონ კურილიის კუნძულები.
შეგახსნებთ, რომ პირველად დიმიტრი მედვედევი კურილიის კუნძულებზე პრეზიდენტის რანგში 2010 წლის ნოემბერში ჩავიდა. ეს ისტორიაში პირველი ვიზიტი იყო რუსეთის სახელმწიფოს მეთაურისა კურილიის კუნძულებზე.
ტოკიოს, რომელიც კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს, ამაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა და მან მედვედევის ვიზიტს "დაუშვებელი სიხისტე"უწოდა. მოსკოვმა კი ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენიტეტი კურილიის კუნძულებთან მიმართებაში გადახედვას არ ექვემდებარება, ხოლო რუსეთის ხელისუფლება იქ ტოკიოს რეაქციის მიუხედავად მაინც ჩავა.