პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის თქმით, შს მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალიას წარდგენა პირადად მისი ინიციატივა იყო. ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალია ღირსეულად მიიჩნევა მის მემკვიდრედ და მას აქვს იმის გარანტია, რომ ახალია მის მიერ დაწყებულ რეფორმებს პირნათლად გაგრძელებს.
"გულგრილი ვერ ვიქნები შსს-ს ბედზე და მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალია შეძლებს და არის საუკეთესო კანდიდატურა, რომ შეინარჩუნოს და გაგრძელოს ის გზა და რეფორმები, რომელიც ჩემი შს მინისტრობის დროს ჩვენს სამინისტროს ქონდა აღებული. მე მაქვს გარანტია, მე ვარ დარწმუნებული, რომ ბაჩო არის საუკეთესო კანდიდატურა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი ინიციატივა პრეზიდენტის მიერ იქნა მოწონებული. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ რეფორმებს ყველა სამინისტროში და ყველა უწყებაში"- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.