იტალიელი ფერმწერის ყველაზე ცნობილი სახე-ავტოპორტრეტი ძლიერ დაზიანდა და უახლოეს მომავალში საჯაროდ არ იქნება ნაჩვენები. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბიბლიოთეკებისა და არქივების მემკვიდრეობის რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის მკვლევარები.
ნახატზე, რომელიც შესრულებულია 1500-იანი წლების დასაწყისში, წარმოიქმნა წერტილები (ლაქები), რომლის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჟანგვასთან, ასევე ქაღალდისს სოკოსთან. სწორედ ამის გამო, ლეონარდო ისე გამოიყურება, თითქოს ის წითელათი იყო ავად - აღნიშნავენ მკვლევარები.
ამ ეტაპზე გადაწყვეტილება სარესტავრაციო სამუშაოს ჩასატარებლად მიღებული არ არის, მაგრამ ბუნებრივად მიღებული ძლიერი დაზიანების გამო, რაც გამოწვეულია სიძველითა და გარე ფაქტორებით, რესტავრაციის ჩატარება არ არის რეკომენდირებული. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ ძალიან დელიკატურ სამუშაოზე, თავად რესტავრაციის ფაქტი სპეციალისტებმა სარისკოდ აღიარეს.
ჩასატარებელ სამუშაოზე გადაწყვეტილება მიიღება ტურინის სამეფო ბიბლიოთეკასთან ერთად, სადაც ამჟამად ინახება სურათი. ნახატი იშვიათად გამოიფინება, ბოლო დროს ნაჩვენები იყო 2011 წელს ტურინში გამოფენაზე სახელწოდებით "ლეონარდო გენია. მითი". ითვლება, რომ ეს არის ლეონარდოს ავტოპორტრეტის ერთადერთი ორიგინალი.