ირანმა ისლამის რევოლუციის დამცველთა კოპუსის სწავლების ფარგლებში ბალისტიკური რაკეტები და უპილოტო გამანადგურებლები გამოსცადა.
სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, სწავლებისას გამოიცადა მცირე, საშუალო და შორი რადიუსის რაკეტები, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ხომალდებს სპარსეთის ყურეში.
საგენტო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სწავლების ფარგლებში მოხდა გარკვეული სამიზნების გაანადგურება უპილოტო მფრინავი ობიექტებისს განმოყენებით.
"ყველა სამიზნე წარმატებულად იქნა გაანადგურებული", - იტყობინება IRNA.
სამხედრო სწავლება, ხვალ 4 ივლისს დასრულდება.