უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები სირიაში. ანგარიშში მოხვდა წამების ფაქტები და დროებითი დაკავების იზოლიატორებში არსებული მდგომარეობა.
Human Rights Watch-მა მოუწოდა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს "დასაჯოს დამნაშავეები".
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების მიერ ჩადენილი "ბარბაროსული ქმედებები" საშინელებაა.
მისი თქმით, დამნაშავებმა ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა შეძლონ სასჯელისგან თავის არიდება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას, გაეროს მონაცემებით, 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.