სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი "100%-ით" იხდის ბოდიშს თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის განადგურების გამო. ამის შესახებ ასადმა თურქულ მედიას გაანუცხადა.
ასადის განცხადებით, თავდაცვის კომპლექსის ხელმძღვანელობამ ვერ შესძლო დროულად გაერკვია, თუ ვის ეკუთვნოდა საფრენი აპარატი და ეს მხოლოდ მისი ცამოგდებიის შემდეგ გახდა ცნობილი.
მისი თქმით, დაბნეულობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი იმავე საჰაერო დერეფნით სარგებლობდა, რომელსაც ადრე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები იყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი F4 "ფანტომი" სირიის თავდაცვის ძალებმა 22 ივნისს სამხედრო ბაზიდან აფრენიდან 90 წუთში ჩამოადგეს.