ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის ერთ ერთი პირველი გადაწყვეტილება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთათვის 15%-ით ხელფასის მომატების გადაწყვეტილების მიღება გახდა. ამას გარდა, 50 %-ით მან სახელმწიფო პენსია გაზარდა და მისმა რაოდენობამ 200 ეგვიპტური ფუნტიდან 300 ეგვიპტური ფუნტი შეადგინა.
ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის პრესამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებებით 1,5 მილიონი ეგვიპტელის კეთილდღეობა მოიმატებს.