ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში მცხოვრებმა 25 წლის ბიჭმა საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი პირველად მისმა მშობლებმა ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით იციდენტის დროს გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„მან თავი ღამით, საკუთარი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. ცხედარი მისმა მშობლებმა თოკით ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. ახალგაზრდას ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ მაწიმის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვალერი ცერცვაძემ.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.