ივანე მერაბიშვილის მთავრობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით უახლოესი ოთხი წლის გნმავლობაში სამ მილიარდ ლარს დახარჯავს, _ აღნიშნულის შესახებ ივანე მერაბიშვილმა გლდანში განაცხადა, სადაც ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
,,ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საქართველოს ბიუჯეტმა გამოყოს, სამი მილიარდი ლარი ოთხი თვის განმავლობაში. ეს სამი მილიარდი ლარი მოხმარდება იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ადამიანების დაზღვევას. ჩვენ, რა თქმა, უნდა გავაგრძელებთ ყველა ლტოლვილის დაზღვევას. ყველა პენსიონერი პირველი სექტემბრიდან იქნება დაზღვეული, ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი იქნება დაზღვეული, ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი იქნება დაზღვეული და ყველას, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება და უფრო გაღრმავდება დაზღვევა. ყველა იმ ადამიანს, რომელიც სოციალურ ჯგუფში ვერ მოექცევა შევიმუშავებთ ერთიან სადაზღვევო პაკეტს და ამ მიზნით კიდევ ერთხელ გავიმეორებ ვაპირებთ სამი მილიარდი ლარის დახარჯვას", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ივანე მერაბიშვილი პარლამენტს Dდღეს წარუდგენს.