პარლამენტი სახელმწიფო მინისტრის დასაქმების საკითხებში აპარატის და მისი დაფინანსების საკითხის განიხილავას ბიუროს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.
პარლამენტის ბიუროს სხდომა, დღეს 16.00 საათზე დაინიშნა. ბიუროს დანიშვნამდე კი პარლამნეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა, დახურულ კარს მიღმა, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობის საკითხი განიხილეს.
პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს დღესვე წარუდგენს სამთავრობო პროგრამას. მთავრობის ახალი შემადგენლობა კი ხვალ გახდება ცნობილი.
მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვისთვის გასამართი პარლამნეტის რიგგარეშე სხდომის თარიღი, ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი.