მთავრობის ახალ შემადგენლობას ივანე მერაბიშვილი პარლამენტს დღეს საღამოს წარუდგენს, - აღნიშულის შესახებ მერაბიშვილმა გლდანში განაცხადა, სადაც მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
,,პრეზიდენტმა მომცა დავალება უმოკლეს ვადაში შევიმუშავო მთავრობის მოქმედების გეგმა და მე ვაპირებ, დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტს წარუდგინო საქართველოს მთავრობის მომავალი ოთხი წლის მოქმედების გეგმა, იმიტომ რომ დრო არ ითმენს, იმიტომ რომ საქართველოში დარჩენილია ძალიან ბევრი პრობლემა, საქართველოში კვლავაც არსებობს გაჭირვება არსებობენ ბევრი ადამიანები, რომლებიც დაუსაქმებლები არიან, არსებობენ ადამიანები რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანმრთელობის დაცვისათვის", _ განაცხადა მერაბიშვილმა.