მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში 72 ჟურნალისტია დაღუპული. ამ ნუსხაში პირველი ადგილი სირიას უკავია. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "პრესს ემბლემ კამპანი" ავრცელებს, რომლის სათავო ოფისი ჟენევაში იმყოფება.
აღნიშნული მაჩვენებელე გასულ წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. ამგვარ ზრდას უფლებების დამცველები მთელს მსოფლიოში შიდა კონფლიქტების ესკალაციას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით, პრესისათვის სამუშაოდ ყველაზე საშიში რეგიონი ლათინური ამერიკა გახდა. იქ ჟურნალისტებს ადგილობრივი კრიმინალური სტრუქტურები ემუქრებიან.