2 ივლისიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სასმახურის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო იწყებს საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2012 წლის II კვარტალის გამოკვლევას. გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სა¬წარ¬მო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით (სულ დაახლოებით 9000 საწარმო). აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი არაუგვიანეს 2012 წლის 3 სექტემბრამდე გამოაქვეყნებს ბიზნეს სექტორის 2012 წლის II კვარტალის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში. ესენია: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება (ფულად და ნატურალურ გამოსახულებებში), დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა. საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2012 წლის II კვარტალის გამოკვლევა მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ბიზნეს სტატისტიკის სამმართველო ასევე იწყებს ბიზნეს რეგისტრის აქტუალიზების გამოკვლევას სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით, რომელიც ასევე 2 ივლისიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გასტანს. გამოკვლევის მიზანია ბიზნეს რეგისტრის განახლება და მისი ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი აქტიური საწარმოების შესახებ მიიღებს ან დააზუსტებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ფაქტიური მისამართი და ეკონომიკური საქმიანობის სახე.