უახლოეს ხანებში "ქობულეთის ჩაის კომბინატ "თეთროსანს" ახალი მეპატრონე გამოუჩნდება. საწარმოს გაკოტრების მართველმა დიმიტრი ბლიაძემ კომპანის აქტივების გასხვისებაზე აუქციონი უკვე გამოაცხადა.
ქობულეთის ჩაის კომბინატი "თეთროსანის" აქტივებში ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში მდებარე საზოგადოების საწარმოო ფართი 11746,1 კვ.მ და 35000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შედის, რომლის გასხვისებასაც გაკოტრების მართველი ერთ ლოტად გეგმავს.
აუქციონზე გამოტანილი ლოტის ღირებულებაა 1 მლნ. 423 ათას 20 ლარია.