მე ვაპირებ ორშაბათს წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი ზუსტად, თანმიმდევრობით თუ რას გავაკეთებთ დღეს, რას გავაკეთებთ ხვალ მომავალ წელს და წლების მიხედვით გაწერილ გეგმას, რომლის მთავარი ლაიტმოტივი იქნება სამი პრინციპი - დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, - - განაცხადა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზერ წარადგინა.
"საქართველოში მთავარი გამოწვევა რჩება უმუშევრობა. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ადამიანი ვისაც არ აქვს მიიღოს შესაბამისი ჯანადცა. მე ვიცი, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი უმუშევარი. მე მესმის მათი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობა დასაქმებისა. მე ვიცი, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება იმკურნალოს. უმკურნალოს საკუთარ შვილებს და მშობლებს და ამიტომ ჩემი მთავრი მიზანი იქნება და მთელი გუნდის მთავარი მიზანი იქნება, რომ შევქმნათ გეგმა, რომლის მიზანი იქნება საყოველთაო დაზღვევა საქართველოში", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, იგი კარგად იცნობს ქართულ სოფელს და უყვარს.
"მე ვიცი რა სჭირდება ქართულ სოფელს. ჩვენ ჩვენი გეგმით, ჩვენს გუნდთან ერთად გავაძლიერებთ ქართულ სოფელს, გავაძლიერებთ ქართველ გლეხს. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი გლეხი იქნება ძლიერი. ძლიერი ქართველი გლეხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ძლიერი საქართველოს საწინდარი", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ყოველი წუთი, ყოველი საათი მიმართული იქნებ სამი მიმართულების შესასრულებლად - დასაქმება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა.