საქართველოს მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნება - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ჩამოყალილბდება ცალკე დასაქმების პროგრამა ყველა თავის პრიორიტეტებით.
"გეგმა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ორშაბათს პარლამენტში და წარვუდგენთ საზოგადოებას იქნება კონცენტრირებული იმაზე, რომ იგრძნოს ჩვენს ქვეყანაშ მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა გაუმჯობესება", - განაცხადა პრეზიდენტმა.