ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოს 4 ივლისს ეწვევა. როგორც ევროკავშირის პრეზიდენტის პრესსამსახურში იტყობინებიან, რომპეი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ვან რომპეი რეგიონში სტუმრობას, სომხეთიდან დაიწყებს, სადაც 3 ივლისს ჩავა, ამის შემდეგ ის - 4 ივლისს საქართველოს, ხოლო 5 ივლისს კი აზერბაიჯანს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში რომპეი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, რომელზედავ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები იქნება განხილული.