საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს, ასევე უცნობია ნიკა გილაურის პოლიტიკური კარიერაც.
აღნიშნული ცვლილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.