გაეროს უშიშრობის საბჭოს კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში რომელიც ირანის მხრიდან სანქციების დარღვევას ეხება, ამ დოკუმენტში ამას გარდა, საუბარი მიდის ირანული იარაღის მიწოდებაზე ბაშარ ასადის რეჟიმისათვის, რაც ისლამური რესპუბლიკიდან იარაღის ექსპორტის სანქციის დარღვევაა.
ამ დოკუმენტში განსაკუთრებულადაა ხაზგასმული, რომ ირანული იარაღის მიწოდების ძირითადი პუნქტი სირიაა.
"ირანი ისევე როგორც რუსეთი სირიის მოკავშირეები არიან, რომელშიც უკვე 16 თვეა სამოქალაქო ომი მიდის",_ ნათქვამია ანგარიშში და იქვე აღნიშბულია, რომ დასავლელი დიპლომატები მიესალმნენ ამ ანგარიშია ღიად გამოქვეყნებას, ვინაიდან მათ თავდაპირველად ეშინოდათ იმისა, რომ მის გამოქვეყნებას წინ რუსეთი აღუდგებოდა, როგორც მან ეს ერთხელ უკვე შარშანდელი ანგარიშის გამოქვეყნების საკითხთან მიმართებაში გააკეთა. შარშანდელი ანგარიში, რუსეთის წინააღმდეგონის გამო ჯერაც გამოუქვეყნებელია.
ამ ანგარიშის გამოქვეყნება ექსპერტების აზრით, ირანზე ზეწოლის გაძლიერების საშუალების მომცემი იქნება, რამაც საბოლოო ჯამში იგი უნდა აიძულოს შეწყვიტოს თავისი საეჭვო ბირთვული პროგრამის რეალიზება.
ანგარიშის მიხედვით, ირანი იარაღს სირიას და მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკებს აწვდის.