გაეროს ექსპერტებმა ჩრდილოეთ კორეა სირიასთან იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. "როიტერის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთი კორეა სირიას იარაღს აწვდიდა და ამ საქმეში შუამავლად ჩინეთს იყენებდა.
ამასთან ერთად, ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთი კორეის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალული იარაღის შემუშავების ტემპები შეანელეს.
კერძოდ, სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, რაკეტები, რომლებიც ფხენიანმა აღლუმზე სადემონსტრაციოდ გამოიტანა შეძლოა ნამდვილი არ ყოფილიყო.