ქურდმა სალვადორ დალის ნახატი - Carter des Don Juan Tenorio ავიაფოსტის საშუალებით დააბრუნა. ნიუ-იორკის პოლიციას აცნობეს, რომ ჯორჯ კენედის სახელობის აეროპორტის საფოსტო განყოფილებაში სალვადორ დალის ნახატია აღმოჩენილი. აკვარელი, რომლის ღირებულებაც 150 ათას დოლარს აჭარბებს, აშშ-ში ევროპიდანაა გაგზავნილი. ნახატი, რომელიც გასულ კვირას მოიპარეს უკან იდეალურ მდგომარეობაში დააბრუნეს. იმ მუზეუმის ადმინისტრაციაში, საიდანაც სურათი მოიპარეს, ელექტრონული ფოსტით მივიდა შეტყობინება "Carter des Don Juan Tenorio-ი უკან მომავალ გზაზეა".
როგორც მუზეუმის დაცვა იტყობინება, სურათის ქურდი გალერეაში მშვიდად შევიდა, წყნარად ჩამოხსნა სურათი და გაუჩინარდა. თუმცა მანამდე მან სურათთან ფოტოს გადაღების ნებართვა მუზეუმის დაცვას სთხოვა. დაცვის თანამშრომელმა ქურდს განუმარტა, რომ სურათის გადაღება მუზეუმში შესაძლებელია, მხოლოდ "სპიშკის" გარეშე. ამის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა და სწორედ ამ დროს გაუჩინარდა სალვადორ დალის ნახატი.