მოჰამედ მურსი - ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალ არჩევნებში იქნა არჩეული ფიცს დღეს დადებს და თავისი უფლებამოსილების შესრულებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი ავრცელებს.
მურსი, რომელმაც მხარდაჭერა ისლამისტურ მოძრაობა "ძმები მუსულმანებისგან" მიიღო დღეს ფიცს ეგვიპტის უმაღლესი საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლების წინაშე დადებს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ქაოროს სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა, შემდგე კი სამხედრო ბაზაზე გაემგზავრება იმისათვის, რომ მმართველი სამხედრო საბჭოსაგან საქმეები გადაიბაროს.
მცირე ხნის წინ ეგვიპტის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტაჰრირის მოედანზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი ადამიანების წინაშე გამოვიდა სიტყვით, რომლებმაც გასულ წელს ავტოკრატი ჰოსნი მუბარაქი ჩამოაგდეს.