ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ანგარიშის განხილვა სახელწოდებით "ომი რუსეთსა და საქართველოს შორის: ჰუმანიტარული სიტუაცია რაიონში" 2013 წლის იანვრისთვისაა გადადებული. განცხადება ამის შესახებ ამ თემაზე ასამბლეის მომხსენებელმა თინა აკეტოფტმა (შვედეთი) გააკეთა.
"ჩემი ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამნენტო ასამბლეის იანვრის სესიაზე იქნება განხილული",_განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს "უპირველეს ყოვნისა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული.
ამას გარდა, მისივე თქმითამ კვირაში ასამბლეაში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა, რომელიც ამავე დროს რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარეა, მას ცხინვალში ვიზიტის ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოს მომხსენებელი ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიმდინარე წლის 3 ივლისს ეწვევა.
ექსპერტების შეფასებით, ასამბლეის გადაწყვეტილება მთლიანობაში მომგებიანია რუსული მხარისათვის, რომელიც ცდილობს შექმნას რაც შეიძლება ხელსაყრელი საინფორმაციო ფონი ოქტომბერში ასამბლეაში დაგეგმილი რუსეთის დუმის სპიკერის სერგეი ნარიშკინის გამოსვლის წინ.