"ქართულ ოცნების" წევრი, წლების განმავლობაში ახალი მემარჯვენების ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს.
როგორც საგანელიძემ კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, მას კ ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია მისი "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გამო.
"გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც საკრებულოს სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიგონოთ გათავისუფლების რაიმე სხვა მიზეზი", - აღნიშნა საგანელიძემ.
საგანელიძის თქმით, მან სცადა კოლეგებისთვის უხერხულობა თავიდან აერიდებინა, ამიტომ თავადვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში დავით საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები, თანაც უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.
"ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. ამიტომ მან დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის", - განმარტა ზაალ სამადაშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკითხი კენჭისყრაზე აუცილებლად უნდა დამდგარიყო.
შეგეგად დავით საგანელიძე, ფარული კენჭისკრის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 33 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, გადააყენეს.
ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.