NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა გაიმართოს კონსულტაციები და შედგეს კოორდინაცია ისე, რომ გაიზარდოს სიის სიზუსტე და ამომრჩევლებს საარჩევნო უფლება არ შეეზღუდოთ.
NDI-ის რეკომენდაციით, კომისიამ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შთაბეჭდილება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ იმის უზრუნველყოფით, რომ კომისიის არც ერთი წევრი არ იყრის კენჭს არჩევნებში.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ, რომლის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის მდივანი; სემ გეჯდენსონი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
დელეგაციის მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება, ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი და იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ვიზიტის მიზანი ასევე იყო, გაეცა რეკომენდაციები, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისთვის დიალოგს და კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და აამაღლებს ამომრჩევლის ნდობას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ხალხის ნებას გამოხატავს.