პარლამენტმა "მასთ ქერის" პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტი 103 ხმით ერთხმად დაამტკიცა. "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, ავტორიზებული საკაბელო კომპანიები ვალდებულნი ხდებიან არჩევნების დანიშვნის დღიდან, კენჭისყრის წინა დღემდე, ყველა მაუწყებლის ტრანზიტი მოახდინონ.
ამ საკითხის მიღებას პარლამენტში ხანგრძლივი დებატები უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, რომ "მასთ ქერის" მოქმედების ვადა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებულიყო, რასაც არ უმრავლესობა კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საბოლოო კენჭისყრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეტა განცხადება, რომლის თანახმად, სახელმწიფო "მასთ ქერის" ვადის ამოწურვის შემდეგ, საკაბელო კომპანიებისა და სატელევიზიო არხების თანამშრომლობას წაახალისებს.