საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ~ნაციონალურმა მოძრაობამ~ ვერ გაამართლა რვა წლის წინ მიღებული მანდატი და ამომრჩეველმა იგი აუცილებლად უნდა შეუჩეროს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული დებატებისას თარგამაძემ აღნიშნა, სააკაშვილის გუნდმა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვერცერთი პრობლემის გადაჭრა ვერ შესძლო.
,,დღეს საქართველო დაუცველი, არასამართლიანი, არადემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ხალხი შიმშილობს", - აღნიშნა თარგამძემ.
მან ვრცლად ისაუბრა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულთ გაუარესებულ მდგომარეობაზე, თავდაცვისუნარიანობის გაუარესებაზე, დევნილების მიმართ არაჰუმანურ მოდგომაზე, მონოპოლიზირებულ ბიზნესზე, სასამართლოს არარსებობზე, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და ხარისხის პრობლემებზე, უსამართლო კომუნალურ გადასახადებზე, დასუსტებულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მედიასა და არასამთავრობო სექტორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.
თარგამაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ვერ გაამართლა რვა წლის წინ მიღებული მანდატი და მოსახლეობამ ~ნაციონალურ მოძრაობას~ იგი აუცილებლად უნდა შეუჩეროს.